აშშ-ის კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლქვეშ არსებული ქიმიური იარაღის პოზიციებზე პირველი საჰაერო იერიშები მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია "ლოს-ანჟელეს თაიმსის" ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა.
არსებული ცნობით, ექსტრემისტების კუთვნილი ქიმიური იარაღის შესახებ ინფორმაცია პენტაგონს გასულ თვეს დაკავებულმა "ისლამური სახელმწიფოს" ქიმიური იარაღის ექსპერტმა, სულეიმან დავუდ ალ-ბაქარიმ მიაწოდა.
როგორც პენტაგონში განაცხადეს, ალ-ბაქარის დაკავებამ მათ მისცა შესაძლებლობა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესი განეცადათ.
"მისმა დაკავებამ "ისლამური სახელმწიფოს" ბრძოლის ველიდან მნიშვნელოვანი ლიდერის გამოკლება გამოიწვია და კოალიციას მისცა შესაძლებლობა მიეღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია "ისლამური სახელმწიფოს" ქიმიური იარაღის შესახებ", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა პიტერ კუკმა.