ჩემზე კარგი მრჩეველი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ეყოლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განუცხადა.
ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტზე განიხილება.
"დიდი ალბათობით საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემზე კარგი მრჩეველი არ ეყოლება. ეს საკითხი განიხილება და მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, ამ წუთებში ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის კაბინეტში იმყოფება.