სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს წევრები ლადო პაპავას აშანტაჟებენ და გადაყენებით ემუქრებიან

სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს წევრები ლადო პაპავას აშანტაჟებენ და გადაყენებით ემუქრებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის და სენატის წევრის ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს და სენატის წევრები თსუ-ს რექტორს ლადო პაპავას აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

როგორც ლევან ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრებს, რომლებიც გაფრინდაშვილს უჭერენ მხარს, სურთ, რომ უნივერსიტეტში მოხდეს ვადამდელი არჩევნები და რექტორი შეიცვალოს.

"აშანტაჟებენ რექტორს და გადაყენებით ემუქრებიან. ბატონი რექტორი რბილი პოზიციის მქონე ადამიანია. სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრები, რომლებიც გაფრინდაშვილს უჭერენ მხარს, სურთ რომ გაიყვანონ გაფრინდაშვილი და ჰყავდეთ თავისი რექტორიც. ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის მიერ მირონცხებული კადრი. თუ ვინ არის, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კანცელარად გიორგი გაფრინდაშვილი დაინიშნოს და ჩატარდეს რექტორის ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

მისივე ინფორმაციით, სენატში 42 ადამიანია, აქედან 14 სტუდენტია, 14 სტუდენტიდან კი 12 წარმოადგენს ყოფილ "ერთიან სტუდენტთა მოძრაობას" და ამჟამად სტუდენტურ თვითმმართველობას. რაც შეეხება სენატის წევრებს ლევან ლორთქიფანიძის ინფორმაციით, სენატის წევრების 1/3 იზიარებს აქციის მონაწილე სტუდენტების პოზიციას და ეწინააღმდეგება გაფრინდაშვილის კანდიდატურას.