თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, შესაბამისი კომენტარი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ოქრუაშვილი გორის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფება.