იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს

იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.