ჩვენ, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ურთიერთობაში გადაულახავი პრობლემები არ გვაქვს და არ გვექნება, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, უნდა მომხდარიყო თუ არა პატიმრების გაცვლა.
"ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა და უნდა გვესმოდეს, რომ ტერიტორიულად საქართველო ვერ გამთლიანდება, თუ ჩვენი აფხაზი ძმები და დები არ დავიბრუნეთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ადამიანებან ერთად, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვროთ" , - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო არის ის ევროპული სახელმწიფო, სადაც ყველაზე მეტად იქნება დაცული აფხაზური და ოსური ენები და კულტურა.
როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ გუშინ აფხაზებთან და ოსებთან პატიმრები გაცვალა.