პრემიერ-მინისტრი მთავრობის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს.

ასე უპასუხა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშვნის პირველი დღიდან ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს მთავრობის სტაბილურობა და სწორედ ეს სტაბილურობა გვჭირდება ჩვენ ამ საარჩევნო წელს", - განაცხადა წულუკიანმა.