თეა წულუკიანი: მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი გამოსავალს იპოვიან

თეა წულუკიანი: მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი გამოსავალს იპოვიან

მე მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი ძალიან მალე იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები.

"მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი რექტორის მიერ, რაც არის ხოლმე ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ. მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.