დავით ბერძენიშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

დავით ბერძენიშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი შეხვდა. 

დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად მხარდაჭერა აღუთქვა. სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი ყველანაირ პოლიტიკურ ძალას ემიჯნებიან. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ სურთ საპროტესტო აქციის პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირება. სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს მადლობა გადაუხადეს, თუმცა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე უარი განუცხადეს. 

აქციის მონაწილე სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილს სთხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სიტუაციით და ე.წ. ოდეერების ინსტიტუტით, რათა დროულად მოხდეს უნივერსიტეტიდან "ოდეერების" განდევნა. 

სტუდენტებისა და დავით ბერძენიშვილის შეხევედრის დროს საუბარში ჩაერია ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რასაც სტუდენტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კერძოდ, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილს უსაყვედურა თუ რატომ მოვიდა ის სტუდენტებთან და რატომ ცდილობს პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. სტუდენტებმა ადმინისტრაციის წარმომადგენელს უთხრეს, რომ მათ ნაცვლად ნუ აკეთებს ადმინისტრაცია კომენტარს, რის შემდეგაც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ტერიტორია დატოვა. 

დავით ბერძენიშვილს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.