იაპონია დამანგრეველი სტიქიიდან მეხუთე წლისთავს აღნიშნავს

იაპონია დამანგრეველი სტიქიიდან მეხუთე წლისთავს აღნიშნავს

იაპონია დამანგრეველი სტიქიიდან მეხუთე წლისთავს აღნიშნავს. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის არაერთ ადგილას მემორიალური ღონისძიებები იმართება. მოსახლეობა 18 000 დაღუპულ და დაკარგულ ადამიანს იხსენებს. 

ადგილობრივი დროით 2:46 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით წუთიერი დუმილით პატივი უკვე მიაგეს დაღუპულებს. 
დღეს ტოკიოში პრემიერ-მინისტრი შინძო აბე და იმპერატორი აკიჰიტო მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. 

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ძლიერი ცუნამი მოჰყვა. შედეგად დაზიანდა ფუკუშიმას ბირთვული ობიექტი, რამაც 1986 წლის "ჩერნობილის" კატასტროფის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ბირთვული კატასტროფა გამოიწვია. 

ბირთული ობიექტის დაზიანების შედეგად რადიაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა, რის გამოც 160 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. მათი უმრავლესობა დღესაც არ დაბრუნებულა სახლში. ექსპერტების თქმით, ტერიტორიის რადიაციისგან გასუფთავებას კიდევ ხუთი წელი დასჭირდება.