ბარაქ ობამა - პუტინის სამხედრო ქმედებები უკრაინასა და სირიაში რუსეთის შიდა სისუსტის შედეგია, და არა სიძლიერის

ბარაქ ობამა - პუტინის სამხედრო ქმედებები უკრაინასა და სირიაში რუსეთის შიდა სისუსტის შედეგია, და არა სიძლიერის

პუტინის სამხედრო ქმედებები უკრაინასა და სირიაში რუსეთის შიდა სისუსტის შედეგია, და არა სიძლიერის, - ამის შესახებ "სიენენის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გამოცემა "ატლანტიკთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. 

"ის სულელი არ არის. მას ესმის, რომ რუსეთის პოზიცია მსოფლიოში მნიშვნელოვნად დასუსტებულია. ის ფაქტი, რომ იგი ყირიმში შეიჭრა და ცდილობს ასადის დახმარებას, არ აქცევს მას ძლიერ მოთამაშედ. რეალური ძალა ნიშნავს იმას, როდესაც შეგიძლია მიიღო ის, რაც გინდა ძალადობის გარეშე", - აღნიშნა ბარაქ ობამამ. 

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრები არის საქმიანი. ობამას თქმით, იგი შეხვედრების დროს თავაზიანი და ძალიან გულახდილია. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იმის გამო, რომ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, იგი რუსეთის მხრიდან სამხედრო დომინირების ობიექტი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას გააკეთებს დასავლეთი. ბარაქ ობამამ გამოცემა "ატლანტიკთან" ინტერვიუში სხვა მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე, მათ შორის სირიის საკითხსა და "ისლამურ სახელმწიფოს" შესახებაც ისაუბრა.