პარიზში, დღეს საღამოს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მომხდარი სროლების შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათი ინფორმაციით, ისროდნენ ბასტილიის ბულვარში. პოლიცია სროლის ფაქტს ადასტურებს. თუმცა, მიზეზების შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
საფრანგეთში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 23 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული