საქართველოს ნაკრების წევრებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და იაკობ მაქარაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია, გადამწყვეტ შეხვედრაში ბელორუსი გიორგი კალიევი ანგარიშით 6-1 დაამარცხა და ოქროს მედალი კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა, მანამდე კი სომეხ ვალოდია ფრანგულიანს და მაკედონიელ იასინ რეჯალარს სძლია.
იაკობ მაქარაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელი მიროსლავ კიროვი დაამარცხა.
ტურნირის პირველ-მეორე დღეს ბრინჯაოს მედლები დავით მარსაგიშვილმა (86) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.