სტუდენტების ნაწილი აქციას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს

სტუდენტების ნაწილი აქციას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. სტუდენტებმა არ მიიღეს სენატის შეთავაზება, ორშაბათს სამუშაო შეხვედრის თაობაზე და განაცხადეს, რომ თუკი უნივერსიტეტის სენატს მათთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, შეუძლია შეუერთდნენ აქციას და მოისმინოს სტუდენტების ულტიმატუმი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დიმიტრი ხუსკივაძემ განუცხადა, სტუდენტების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხსნას კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა, თსუ-ის ხელმძღვანელობამ რეაგირება მოახდინოს დღეს მომხდარ ფაქტზე, როდესაც უნივერსიტეტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ, რაც მისივე თქმით, უნივერსიტეტის ავტონომიის უხეში დარღვევაა და მესამე მოთხოვნაა ის, რომ უნივერსიტეტი საბოლოოდ გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერებისგან, რომლებმაც უნივერსიტეტში კლანური სისტემა შექმნეს.

თსუ-ის სტუდენტები სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.