საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე საუბარი.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან, აზერბაიჯანთან, ჩვენ მეგობარ ილჰამ ალიევთან გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობაზე, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხორციელდება.

ასევე, მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეკეთებინა აქცენტი კავკასიის სტაბილურობაზე, სწორედ იმ დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში შეიმჩნევა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.