თსუ-ში სტუნდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა

თსუ-ში სტუნდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუნდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქციას მართავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში სენატის სხდომა დაიწყო, ახალგაზრდებმა სხდომაზე დასწრება გადაწყვეტეს, რისი საშუალებაც არ ეძლეოდათ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ დაცვის თანამშრომლები და სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება. საქმეში ჩაერთო პოლიციაც.

როგორც სტუნდენტები აცხადებენ, ისინი უნდა შევიდნენ სენატის სხდომაზე და ღიად დააფიქისრონ საკუთარი მოსაზრებები. "მთავარი შესასვლელის გარდა უნივერსიტეტში შესასვლელი ყველა კარი არის ჩაკეტილი. იქ მობილიზებულია ძალოვანი უწყებები. ვფიქრობთ, მათ აქვთ განზრახვა, რომ დაგვტოვონ პროცესების მიღმა. სენატის სხდომა არის ღია და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ბუნებრივია, ჩვენ, როგორც დაინტერესებული პირები, შევალთ სენატის სხდომაზე და იმედია მოგვცემენ ამის საშუალებას", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა. საბოლოოდ სტუდენტებმა სხდომაზე შესვლა შეძლეს.