სააგენტო "პირWელმა" ენერგეტიკის სამინისტროსა და "შაჰ დენიზის" კონსორციუმს შორის ოფიციალური მიმოწერის გასაჯაროების თხოვნით, ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა.
ენერგეტიკის მინისტრნა, ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონსორციუმთან მოლაპარაკებები.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართული იყო ენერგეტიკის სამინისტრო, კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობა და კონკრეტულად, ბატონი აბდულაევი.
"არაერთი შეხვედრა გაიმართა კონსორციუმთან, რომ დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა ყოფილიყო, ქართულ მხარეს მიეღო ამაზე თანხმობა და რამდენიმე შეხვედრის შედეგად, მიღწეულ იქნე შეთანხმება".
პარლამენტში დღეს, ენერგეტიკის მინისტრმა მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გააჟღერა.
მისი თქმით, საქართველოს წინა წლების განმავლობაში, გარკვეულწილად, გაზმომარაგების კუთხით პრობლემა ჰქონდა და დამატებით, მოცულობებს რუსეთიდან ყიდულობდა, გარდა იმ 10 % -სა, რომელსაც ნედლეულის სახით იღებდა.
მისი თქმით, კონსორციუმთან წლების განმავლობაში, მიმოწერა ჰქონდა "შაჰ დენიზის" კონსორციუმთან ბუნებრივი აირის მიღების გამონახვის გზებზე, თუმცა ისინი არ თანმხმდებოდნენ.
"ეს განპირობებული იყოთ იმით, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, იყო ტექნიკური პრობლემა, რომ დამატებითი მოცულობები წამოსულიყო ამ მილსადენის მეშვეობით. არაერთი ოფიციალური წერილი არის გაგზავნილი ჩვენი მხრიდან "შაჰ დენიზის" კონსორციუმთან, რომ გამონახულიყო შესაძლებლობა, მე აქ საუბარი მაქვს წინა წლებთან, რომ მოგვეხერხებინა დამატებითი მოცულობების გამოტარება ამ მილსადენის მეშვეობით. თუმცა, პასუხებიც გვაქვს, რომ ეს არის შეუძლებელი და თუ ეს დაგაინტერესებთ, შეგვიძლია გაჩვენოთ ოფიციალურად, აქ დასამალი არაფერი არ არის - ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილები და მათი მიღებული პასუხები. ამიტომ, რაც შეეხება ბოლოს განხორციელებულ მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ და დღეს, უკვე გვექნება შესაძლებლობა, ამ მილსადენით წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.