კახეთისა და გურიის გუბერნატორები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობები შესაძლოა მათაც დატოვონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
"ვაგრძელებ მუშაობას. ჩემი კოლეგების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსისგან" გავიგე. მე დილიდან სამსახურში ვარ", - განმარტა შიოლაშვილმა.
სააგენტო გურიის გუბერნატორის პრესამსახურის უფროსსაც ესაუბრა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, გუბერნატორი აგრძელებს დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას.
როგორც ცნობილია, დღეს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა, ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. გადადგომის შესახებ მათი განცხადებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე დააკმაყოფილა.