ენერგეტიკის მინისტ, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ როდესაც ბუნებრივ აირთან დაკავშირებით საქართველო მოლაპარაკებებს რუსეთთან და აზაერბაიჯანთან აწარმოებდა, ოპოზიცია ზურგში დანის ჩარტყმას ცდილობდა.
კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, რომ შესაძლოა, მომავალში გაზი ირანიდანაც მიიღოს საქართველომ.
მისი თქმით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იამაყოს, რომ ქყეყანა ბუნებრივ აირის სხვადასხვა მომწოდებლისგან იღებს.
"მოლაპარაკებებს არამარტო „სოკართან“ და „გაზპრომთან“ ვაწარმოებდით, არამედ - ირანთანაც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ბუნებრივ აირს იღებს არამხოლოდ ერთი მომწოდებლიდან. ჩვენ ბუნებრივ აირს ვიღებთ „სოკარიდან“, „შაჰდენიზიდან“ და ვიღებთ რუსულ გაზსს. ასევე, სამომავლოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ირანული გაზი. ვფიქრობ, ამით უნდა იამაყოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ოპოზიციურ პარტიებზე და ზოგადად, პოლიტიკურ პიროვნებებზე არ მაქვს საუბარი - ისინი კარგად უნდა ხვდებოდნენ, რამხელა შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა. ამის ახსნა, ამაზე საუბარი არ უნდა მიწევდეს და ამაზე სპეკულაციები არ უნდა მიდიოდეს. როდესაც მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში იყო ჩართული სამინისტრო აზერბაიჯანთან და რუსეთთან, აქ, ადგილობრივი ოპოზიცია, თავისი, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, უაზრო ბეცი განცხადებებით, ზურგში დანას გვირტყამდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.