ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება.