ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ხიდზე ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30 - დან 17:30 - მდე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით.
საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.