დღეს, საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადაც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადგილობრივ აქტივს და პარტიის წევრებს შეხვდნენ. კონფერენციაზე ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის თავჯდომარედ ტარიელ თუთარაშვილი აირჩიეს, აგრეთვე დაამტკიცეს ბიუროს წევრები და პარტიის ყრილობის დელეგატები. დღის მეორე ნახევარში კონფერენცია გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტში.
პარტიის საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ჩატარდა თითქმის მთელს საქართელოში. ეს პროცესი მომავალ კვირას დასრულდება.