ბრიტანულმა ტელეკომპანია Sky News- მა "ისლამური სახელმწიფოს" წევრთა შესახებ 22 ათასი საიდუმლო დოკუმენტი მოიპოვა.
როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, დოკუმენტები წარმოადგენს დაჯგუფების ახალი წევრების ანკეტებს და შეიცავს ისლამისტების პირად მონაცემებს, სახელ-გვარებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებსა და ინფორმაციას ოჯახის წევრების შესახებ.
Sky news-ის ცნობით, დღეის მდგომარეობით "ისლამურ სახელმწიფოში" 51 ქვეყნის მოქალაქე გაწევრიანდა.
როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, მოპოვებული დოკუმენტები ძალზე ფასეულია, რადგან შეიცავს ინფორმაციას დღემდე უცნობი ისლამისტების შესახებ დიდი ბრიტანეთიდან, ევროპიდან, აშშ-სა და კანადიდან.
დოკუმენტების თანახმად, ბევრმა ისლამისტმა მომზადება იემენის, სუდანის, ტუნისის, ლიბიის, პაკისტანისა და ავღანეთის ტერიტორიაზე გაიარა, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ბრძოლის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
საიდუმლო მასალები Sky news-ს ტერორისტული დაჯგუფების ყოფილმა წევრმა ვინმე აბუ ჰამადმა გადასცა. მისი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო", ქურთები და ბაშარ ალ-ასადის არმია ერთობლივად მოქმედებენ ე.წ. ზომიერი ოპოზიციის წინააღმდეგ.