გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება.

"თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.

პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.