მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა ნუგზარ ყიფიანმა და ზურაბ რუსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. არსებული ინფორმაციით, გადადგომის შესახებ მათი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შესულია. განცხადებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, განცხადებებში არც ყიფიანს და არც რუსიშვილს თანამდებობის დატოვების მიზეზი მითითებული არ აქვთ.