ფედერიკა მოგერინი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ფედერიკა მოგერინი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დაუყონებლივ გაათავისუფლოს.

შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ეს უკვე იურიდიული და პოლიტიკური საკითხი არ არის. ამიერიდან ეს ადამიანური თანაგრძნობის საკითხია. მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება, ჩვენ ყველას გვეშინია, რომ შედეგები შემზარავი იქნება", - განაცხადა მოგერინიმ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსულმა მხარემ უკრაინელ ექიმებსა და ოჯახის წევრებს ნადეჟდა სავჩენკოსთან შეხვედრის უფლება არ მისცა. სავჩენკო მშრალ შიმშილობას ამ დრომდე განაგრძობს.

უკრაინელ მფრინავს ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.