სასიამოვნოა, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები აღიარეს

სასიამოვნოა, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები აღიარეს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე დარწმუნებულია, რომ ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპის 22 ქვეყანაში უვიზოდ მგზავრობას შეძლებენ.

როგორც ჩაფიძემ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტისთვის წინადადებით მიმართვის შეფასებისას განაცხადა, ეს ძალიან სასიამოვნო ახალი ამბავია, რომ კიდევ ერთხელ აღიარეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის გზაზე.

"ის პროცედურები, რომლებიც ახლა გაიმართება, ანუ ეს არის ხელმოწერა, სხვადასხვა კომიტეტებში, საბჭოში წარდგენა უკვე კონკრეტული წინადადებების, მოიცავს 3-4-თვიან პერიოდს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად წავა და ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ 22 ქვეყანაში მგზავრობას და ამ ქვეყნების გაცნობას", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.