ა.წ. 10 მარტს 15:00 სთ-ზე სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით ჩატარდება ELSEVIER-ისა და Scopus-ის სემინარი სამეცნიერო ჟურნალებისათვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლები.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია „ელსევიერთან“ 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც საქართველოს მეცნიერებს „ელსევიერის“ უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ. მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. გარდა ამისა, ასევე შესაძლებელია ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვება.
ამასთანავე, განათლების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამი წლით დააფინანსებს ორი ქართული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და „ელსევიერის“ ბაზაში განთავსებას.
სემინარის ხანგრძლივობა - 3 საათი (15:00 – 18:00)
სამუშაო ენა - ინგლისური
ღონისძიების ჩატარების ადგილი: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მ. ალექსიძის ქ. 1. პირველი სართული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზი.