ინგუშეთში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფს თავს დაესხნენ

ინგუშეთში ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფს თავს დაესხნენ

ინგუშეთში უცნობი პირები ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ჯგუფს თავს დაესხნენ. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა გააჩერეს ავტობუსი, რომელიც მეზობელ ჩეჩნეთში მიდიოდა, მგზავრები გადმოიყვანეს და ტრანსპორტს ცეცხლი წაუკიდეს. ავტობუსი და მგზავრების პირადი ნივთები მთლიანად დაიწვა, მათ შორის მგზავრების პასპორტებიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მგზავრებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ჟურნალისტებს შორის იყო ორი უცხოელიც, მათ შორის ერთი შვედი და ერთი ნორვეგიელი. 

ჟურნალისტები და უფლებადამცველები არაოფიციალური პრესტურის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მიზნით, მიდიოდნენ ჩეჩნეთში. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა, თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი თავდასხმა ჩეჩნების მიერ იყოს ორგანიზებული.