არსებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი საჰაერო დარტყმებს გადაურჩა

არსებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი საჰაერო დარტყმებს გადაურჩა

წარმოშობით პანკისელი ტერორისტი ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი საჰაერო დარტყმებს, სავარაუდოდ, გადაურჩა. 
როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის წარმომადგენელმა სააგენტო "ფრანს-პრესს" განუცხადა.
"მათი წყაროების მიხედვით, 4 მარტს აშშ-ს მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი გადაურჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა. დაიღუპნენ მისი პირადი მცველები. ის არ არის ლიკვიდირებული", - განუცხადა სააგენტოს ობსერვატორიის დირექტორმა რამი აბდელ რაჰმანმა.
მისივე განმარტებით, ბათირაშვილის გადაყვანა ჰასაკის პროვინციიდან რაქას ჰოსპიტალში მოხდა, სადაც მას ევროპული წარმოშობის ჯიჰადისტმა ექიმმა უმკურნალა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი შესაძლოა პარასკევს განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად დაღუპულიყო.