ბელორუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბელორუსის ტერიტორიიდან ლატვიაში მოხვედრას ცდილობდნენ .
საქართველოს 20 და 25 წლის მოქალაქეები ვიტებსკის ოლქში, ბელორუს-ლატვიის საზღვარზე დააკავეს. მათ ლატვიაში თავშესაფრის მიღება სურდათ.
მესაზღვრეებმა დაადგინეს, რომ ქართველები ბელორუსში "თბილისი-მინსკის" ავიარეისით ჩაფრინდნენ, შემდეგ კი ბრასლავამდე ავტობუსით მივიდნენ.
ორივე მათგანს მილიონ 500 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა და ბელორუსიდან დეპორტაცია ემუქრება, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში ვეღარ შევლენ.