ლევან გაჩეჩილაძის სახლში

ლევან გაჩეჩილაძის სახლში "მაესტროს" თანამშრომლების ნაწილი იკრიბება

ქობულეთის #24-ში, "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის სახლში "მაესტროს" თანამშრომლების ნაწილი იკრიბება. ლევან გაჩეჩილაძის სახლში იმყოფებიან "მაესტროს" ყოფილი მეწილე ლევან ჩიკვაიძე, მალხაზ რუხაძე და სავარაუდოდ ტექნიკური პერსონალი.

გაჩეჩილაძის სახლში შესვლამდე "მაესტროს" თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. შეხვედრის დეტალებზე მედიასთან კომენტარი ამ მომენტამდე არ გაუკეთებია არც ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს თავისი სახლის კარებთან დახვდა.