ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი გამოაქვეყნა

ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი გამოაქვეყნა

ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული პროცედურების შესახებ და დეტალურად განმარტებულია, თუ რას გულისხმობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთან. 
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისია გააგრძელებს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე პუნქტის შესრულების პროცესის მონიტორინგს.