ირანმა დღეს კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა დღეს კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა დღეს კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. 

გავრცელებული ცნობით, რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ თეირანმა კიდევ ერთი რაკეტა გუშინ გაუშვა, რასაც ვაშინგტონის მწვავე რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესმა შესაძლოა, ირანს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. 

"სანქციები ირანის წინააღმდეგ იმოქმედებს მანამ, ვიდრე თეირანი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პროვოკაციულ ქმედებებს არ დაასრულებს", - განაცხადა პოლ რაიანმა. 

გუშინ ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, თუმცა, განაცხადა, რომ იგი ბირთვული პროგრამას არ უკავშირდება და მშვიდობიან ხასიათს ატარებს. აღსანიშნავია, რომ თეირანის წინააღმდეგ დასავლეთმა რამდენიმე წლის წინ დაწესებული სანქციები გასულ თვეს მოხსნა. შედეგად ირანს მსოფლიო ბაზარზე გზა გაეხსნა.