"მაესტროსთან" დაკავშირებული პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ სიგიჟეში ვერ გადავა ის საქმიანი ვითარება, რა საქმიან ვითარებასაც ის მწყემსავს და მართავს. ამასთან, როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, ეს სიგიჟე ადეკვატური იყო ყოფილი ხელისუფლების ძალადობის პირობებში. ამჟამინდელ მშვიდ სახელმწიფოში კი ადეკვატურობა დაკარგა.
"პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა. ეს სტერეოტიპი გიჟობის ადეკვატური იყო სააკაშვილის ძალადობის პერიოდში. ადეკვატური არ არის სიგიჟე და პროცესების რეალითი-შოუდ ქცევა და ამაში ის საქმიანი ვითარება ვერ გადავა, რა საქმიან ვითარებასაც მე ვმწყემსავ, ვმართავ და ვამენეჯმენტებ. ეს ყველაფერი გავს სიგიჟეს, რომელიც იმდროინდელ ძალადობაში ადეკვატური იყო. დღეს აღარ არის ადეკვატური, რადგან ვცხოვრობთ უწყნარეს, უმშვიდეს სახელმწიფოში", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.