არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის დედამ თამარ მანჯგალაძემ განაცხადა.
თამარ მაჯგალაძე ოჯახის ადვოკატის ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მექვაბიშვილზე ზეწოლის მიზნით პოლიციამ მისი ბიძა და მეგობარი დააკავა. ბრალდებულის დედის თქმით, მის ძმას ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"კალანდიას არ ვიცნობ, ის ჩემი ნათესავი არ არის. ლევან გუნია ჩემი ძმა არის. ყველაფერს ვაპირებ. არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის გაუბედურებას და გამწარებას, რა უნდა აღიაროს ჩემმა ძმამ? ჩემ ძმას საერთოდ რა ურთიერთობა, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან, მე არ ვიცი. შეიძლება პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ვეტერანს, აფხაზეთის ომიდან ჟანგიანი ტყვიების საქმე შეუკერონ", - განუცხადა მანჯგალაძემ "რუსთავი 2"-ს.
ლევან მექვაბიშვილის ადვოკატმა ოჯახზე ზეწოლის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.