გოგი თოფაძე - თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?

გოგი თოფაძე - თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?

თურქეთიდან, რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? - ამის შესახებ საპარლამენტ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე "გაზპრომზე" საუბრის კონტექტსში განაცხადა. 

"იმას, რომ "გაზპრომიდან" მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი, ან თურქმენეთიდან. ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და "გაზპრომთან" საუბარი არ შეიძლება, მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში ხდება. გაიხსენეთ რა ამბავი დაგვაყარეს სამ ხეზე, სამი ხე, რომელიც არც არავის წაუღია და მთელი ტყეები გაჩეხეს საქართველოში. რა ამბავი იყო სამ ხეზე - 2 კვირა დავკარგეთ პარლამენტში, როდესაც მილიარდობით გაიტანეს ჩვენი ტყეები", - განაცხადა გოგი თოფაძემ. 

დეპუტატმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს სამინისტროს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა ბატონ კახას, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტროა. ის ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები", - განაცხადა თოფაძემ. 

გოგი თოფაძის განცხადებას კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ალბათ ავცდებით ახალ გეოპოლიტიკურ შეჯახებას და კრიზისს ბატონი გოგის გამოსვლის შემდეგ, თურქეთი არ გაგვინაწყენდება და დარჩება ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად", - განაცხადა წერეთელმა.