არსებული ინფორმაციით, "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე დღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს საკუთარ სახლში შეხვდება.
გავრცელებული ცნობით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის მსურველები გაჩეჩილაძის სახლში დღეს, 21:00 საათზე მივლენ.
როგორც გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძის გეგმები ამ დროისთვის უცნობია.