არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ არჩევნების წინა პერიოდში კოალიცია დაიშალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს საუბარი კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით.
"სხვადასხვა აზრი მოვისმინეთ ბოლო პერიოდში - პარლამენტის თავმჯდომარემაც არ გამორიცხა ასეთი თემა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც საზოგადოებას სჭირდება. ვფიქრობ, კოალიციის დაშლას არჩევნების წინა პერიოდში არა აქვს არანაირი საფუძველი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.