ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტშიც გამოხატეს

ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტშიც გამოხატეს

უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტშიც გამოხატეს. რესპუბლიკელი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სავჩენკოს ფოტოთი მივიდა, სადაც ინგლისურ და უკრაინულ ენებზე წერია – "თავისუფლება ნადია სავჩენკოს".
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრს უსმენენ.