კახა კალაძე – საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა

კახა კალაძე – საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, სამწუხაროდ, საქართველო გარკვეულწილად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, რადგან განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ყველაზე მეტია ელექტოროენერგიის მოხმარება, საქართველოს უწევს მისი შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან.

"ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომელი შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს. ეს ქვეყნებია, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. თუმცა, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას, რომ მოვახერხოთ და უახლოეს მომავალში საქართველო ელექტროეენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა კალაძემ.