დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უსმენენ.
კახა კალაძე პარლამენტში მის მოადგილეებთან, მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილთან ერთად იმყოფება.
კალაძე ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს, მათ შორის წარმოადგენს საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაორციელებელ საკითხებზე.