ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს

ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს

ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თარხან ბათირაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

"დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა ამ დროისთვის. ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება. ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ რომ ეს არის ვარაუდი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.