სირიელი ქურთები ოპოზიციურ ძალებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. როგორც პარტია "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირი" აცხადებს, სირიელმა ამბოხებულებმა იერიში მათ პოზიციებზე ქიმიური იარაღით მიიტანეს. მათივე ცნობით, შემთხვევა ქალაქ ალეპოში მოხდა.
გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება სირიის ოპოზიცია. ისინი ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალებსა და ქურთ მებრძოლებს ოპოზიციის წარმომადგენლების მკვლელობაში ადანაშაულებენ.
ამ დროისთვის სირიაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. მსოფლიოს ლიდერები 12 თებერვალს შეთანხმდნენ სირიაში სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტაზე. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ სირიის მთავრობას და ამბოხებულებს, ხოლო მესამე ძალა - "ისლამური სახელმწიფო" და ‚ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ორგანიზაცია "ნუსრას ფრონტი" ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობდნენ.