"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა აშშ-ს მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.
პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს. ამის შესახებ როგორც დასავლური, ისე რუსული მედია წერს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ითვლება, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.