კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის დამატებას

კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის დამატებას "თავისუფალი დემოკრატები" მხარს დაუჭერენ

საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის დამატებას "თავისუფალი დემოკრატები" მხარს დაუჭერენ. 
როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, საზოგადოებაში აქტუალურია კითხვა იმის შესახებ, მოითხოვს თუ არა დასავლეთი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რაც მისივე თქმით, რუსული პროპაგანდის შედეგია, ხოლო კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთებით ამ საკითხს წერტილი დაესმება. 

"ეს საკითხი კანონით სწორად არის დღეს დარეგულირებუილი და ქორწინება ეს არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი. როდესაც ამ თემის შემოტანა ხდება წინასაარჩევნოდ, ბუნებრივია ყველას გვიჩნდება ეჭვი, რატომ აკეთებენ ამას ახლა, რატომ გახდა ეს აქტუალური დღეს. ბუნებრივია, ამის უკან შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური მოტივები. მეორე მხრივ, მე როდესაც ვხვდები ხალხს, ხშირად ჩემდა გასაკვირად, როდესაც სოციალურ საკითხზე ვლაპარაკობთ, წამოუწევიათ ეს თემა, რომ ეს ევროპა რას გვიშვრება, მართლა გვთხოვენ ჩვენ, რომ დავაკანონოთ ერთი სქესის ადამიანების ქორწინება? ეს ხომ, რა თქმა უნდა, არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. აქედან გამომდინარე "თავისუფალი დემოკრატები" ვთვლით, რომ თუკი კონსტიტუციაში ეს აისახება, ამით წერტილი დაესმება ასეთ სპეკულაციებს. ამიტომაც თუკი ეს საკითხი გავა საქართველოს პარლამენტში, "თავისუფალი დემოკრატები" მას მხარს დაუჭერენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.