მე ვაგრძელებ ჩემი უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრამდე, ვიდრე იქნება არჩევნები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებსა და მის წინააღმდეგ გამართულ აქციას უკავშირდებოდა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იგი არ აპირებს არსად წასვლას.
"მე ვაგრძელებ ჩემი უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრამდე, ვიდრე იქნება არჩევნები. ჩემი მიზანია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და პარტიის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰქვია, მათი პოლიტიკური ეპოქა სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს. მე, ამისთვის ვიბრძოდი 2010 წლიდან და ამ ბრძოლას მივიყვან ბოლომდე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.