ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან შეხვედრას უარყოფს

ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან შეხვედრას უარყოფს

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან შეხვედრას უარყოფს. როგორც ნანუკა ჭკუასელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "მეიდან პალასში", სადაც სხვა ოფისებთან ერთად ირაკლი რუხაძის ოფისი მდებარეობს, დღეს ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა არა "მაესტროსთან" დაკავშირებულ საკითხებზე.

"ირაკლი რუხაძეს ნამდვილად არ შევხვედრივარ. "მეიდან პალასში" ვიმყოფებოდი, თუმცა არა "მაესტროსთან" დაკავშირებით, სხვა რუტინულ თემებზე მქონდა შეხვედრა", -განაცხადა ჭკუასელმა.

ადვოკატმა "მეიდან პალასი" დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვა.

ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი რუხაძეს გაჩეჩილაძეების ადვოკატი ხვდებოდა.