პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის პერსექტივა არის, თუმცა გარანტირებული არ არის.
როგორც უსუფაშვილმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აფხაზეთში რუსული გავლენა მზარდია.
"ჩვენ ეს ვნახეთ რუსულ თურქული დაპირისპირების ფონზე. არის გადაწყვეტილებები რაც არანაირად არ არის დე-ფაქტო ხელისუფლების თუ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ აფხაზეთი სწორედ რომ იძულებულია, ვითარებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად სრულად დაემორჩილოს რუსეთის მიდგომებს ყველაფერში. ასე, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ, მაგრამ არც გამოვრცხავ, რადგან საბოლოო ჯამში, საკუთარი ინტერესები ყველგან და ყოველთვის აჭარბებს ხოლმე სხვის ინტერესებს", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.