"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მისი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს არ იცნობს.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ადამიანთან არავითარი შეხება არ ქონია.
"მე გამქონდა ასოცირების ხელშეკრულება, მაგ პიროვნებას ლომბარდები, ჩვენ გადაკვეთები არ გვქონია. წარმოდგენა არ მაქვს მაგ სახელზე და გვარზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს ნიღაბი არ ეკეთა და მისი ამოცნობა ადვილი იყო.
"მინდა გითხრათ, რომ მისდა საუბედუროდ, მისი თანამზრახველის საუბედუროდ, ღვთის ნებით, გონება არ დამიკარგავს. მახსოვს ყველა დეტალი, ვინ რა ინსტრუმენტით მუშაობდა უსასტიკესი თავდასხმის განმავლობაში. რაც მალე ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მით უკეთესია მისთვის, შეუმსუბუქდება ის ბრალი.
არავითარი შეხება და გადაკვეთა არ მქონია ამ ადამიანთან. მეორე პიროვნებაზე უფრო გართულდება, ამას სახეზე ნიღაბი არ ჰქონდა, მეორე პიროვნება მუშაობდა ნიღბით და შესაბამისად, იქ სხვა დამატებითი სამძებრო სამუშაოებია ჩასატარებელი გამოძიებას ხელი არ უნდა შევუშალოთ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
ალექსი პეტრიაშვილი დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოწერეს.